მთავარი პოლიტიკა კახა კახიშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმა“ – ში

კახა კახიშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმა“ – ში

0 760

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აშშ-ში ვიზიტით ყოფნისას „ამერიკის ხმას“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკული მხარის დახმარება N 16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობასა და თანამშრომელთა გადამზადების საქმეში.
„N 16 პენიტენციური ღია ტიპის დაწესებულება, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა საქართველოში, ზუსტად ამერიკული მოდელითა და პარამეტრებით იყო შედგენილი. გარდა ამისა, გადასამზადებლად ასზე მეტი თანამშრომელი მივავლინეთ აშშ-ში, კერძოდ, ვისკონსინში, სადაც მათ პატრონაჟს ჩემი კოლეგა, ვისკონსინის შტატის მდივანი უწევდა. ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ შევთანხმდით სამომავლო პროგრამების განხორციელებაზეც“ – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კახა კახიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ქართულ პენიტენციურ სისტემაში აშშ-ის დახმარებით ხორციელდება, მათ შორისაა რისკების შეფასებისა და დაწესებულების დეცენტრალიზებული მართვის მოდელის დანერგვა.
კახა კახიშვილს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი უკვე დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტმანეტის მდივან ედუარდ უოლს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართული დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოუქჰილის, ვაუპუნისა და დოჯის სასჯელაღსრულების დაწესებულებები. კახა კახიშვილმა შეხვედრები გამართა კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკულმა მხარემ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი