მთავარი მსოფლიო კანადაში მეჩეთი დაწვეს

კანადაში მეჩეთი დაწვეს

0 726

“ესოშიეითედ პრესი“-ს თანახმად კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. შემთხვევა პროვინცია ონტარიოს ქალაქ პეტერბოროში მოხდა. სააგენტოს ცნობით, შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი პოლიციიის ცნობით, ბოროტმოქმედთა მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველებმა ასევე არ იციან, უკავშირდება თუ არა მომხდარი, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი