მთავარი ეს საინტერესოა ისტორია, რომელიც შეგძრავთ

ისტორია, რომელიც შეგძრავთ

სოციალურ ქსელ facebook-ში ერთმა ადამიანმა გამოქვეყნა ეს ამბავი სტატუსად :

ეს ბატონი მერაბ მერაბიშვილია.
რუსთავიდან თბილისისკენ უკვე მეორედ წამოვედით სოფელ ყარაჯალას გავლით.
აქ საშინელი გზა, მაგრამ დელიკათი ადვილად გავდივარ. მთავარ გზაზე გაუვალი საცობების გამო ნელა და სლალომით სიარულს ვამჯობინებ.
უკვე მეორედ ვარჩიე ეს გზა და ორივეჯერ თითქოს განგებამ გამაგზავნაო, ისე გადავეყარე ორ სხვადასხვა ადამიანს, რომლებსაც იმ წუთას ძალიან ვჭირდებოდი.
პირველ შემთხვევაში ეს იყო ადამიანი, რომელიც საშინელ ქარში და სიცივეში სამარშუტო მიკროავტობუსს ელოდა, რომელიც 40 წუთზე მეტს აგვიანებდა.
დღეს კი ამ მოხუცს გადავეყარეთ.
ყარაჯალას გავცდით და დაიწყო ეს საშინელი გზა.
მალევე შევნიშნე მობუზული მოხუცი, ტალახში დასვრილი შარვლით და შელახული ფეხსაცმელით. მას ორი ვეება ჩანთა ედო ფეხებთან და მორჩილად ელოდა ვიღაცას თუ რაღაცას.
მანქანა გავუჩერე და ვკითხე თბილისისკენ ხომ არ მოდიოდა. მანაც გაკვირვებულმა შემომხედა და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა.
მე გადავედი, საბარგული გავაღე და ჩანთების დალაგებაში დავეხმარე. კარი გავუღე და მანქანაში ჩავსვი. მან კი ამ დროს ჩაილაპარაკა: კიდევ არსებობენ კარგი ადამიანები. – და გაიღიმა.
– ათასი მანქანა აგივლის და ერთს არ გაგიჩერებენ, დიდი მადლობა რომ გამიჩერეთ.
მერე დავიწყეთ სხვადასხვა თემებზე საუბარი, მან გამოგვკითხა თუ მუშაობთ, შვილები თუ გყავთ და ა.შ.
– კარგია დასაქმებულები თუ ხართ, სამუშაო სათაკილო რამე არ არის შვილო. ერთხელ ამერიკელი სენატორი იყო ჩამოსული და ქართველემბა კითხეს, თუ სად მუშაობდა მისი შვილი. ჩემი შვილი ფოსტალიონიაო ამ კაცმა რომ უთხრა ქართველ ჟურნალისტებს ამათმა გაკვირვებით კითხეს, თუ რატომო და ამ კაცმა ორმაგი გაკვირვებიტ დაუბრუნა კითხვა, თუ რა იყო ამაში გასაკვირი.
მე მესხი ვარ, მერაბიშვილი, სახელად მერაბი მქვია. იყო დრო ხშირად ჩავდიოდი მესხეთში, სამსახურიც ისეთი მქონდა , რომ მივლინებით ხშირად მიწევდა იქ წასვლა. მთავარი ინჟინერ მექანიკოსი ვიყავი. ოჯახითაც ხშირად დავდიოდი. ეჰ ახლა ვიღას ვჭირდები…
მერე ზოგად პრობლემებზე და უბრალოდ ცხოვრებაზე ვისაუბრეთ. საუბარი მუსიკას შეეხო.
– მე დიდი მელომანი ვიყავი, უზარმაზარი ფირფიტები რომ იყო აი იმ დროს შავ ბაზარზე ვყიდულობდით ფირფიტებს. ელვის პრესლი, ბიტლზი და კიდევ ათას რამეს ვაწყდებოდით.
-მე ორი გოგო მყავს, ერთხელ როცა პატარები იყვნენ ერთს რაღაც მუცელში ატკივდა. გახსოვთ ის პერიოდი ყველას ექიმობა რომ უნდოდა? ხალხი ბინებს ყიდდა, რომ თავიანთი შვილებისთვის საქმე ჩაეწყოთ სამედიცინოზე. აი ასეთმა ექიმმა კინაღამ მომიკლა შვილი. არასწორად უმკურნალა, ბოლოს უკეთესი ექიმის ძებნაში მოვხვდით მართლა კარგ სპეციალისტთან გვარად დიასამიძე იყო და იმან გადამირჩინა შვილი.
ამასობაში ნავთლიღამდე მივედით.
– მე აქ ჩამოვალ შვილო, მეტრო სამგორთან. მერე ვაგზალზე უნდა გავიდე და მირჩევნია მეტროში ჩავიდე.
მე გავაჩერე მანქანა და ფოტოს გადაღების უფლება ვითხოვე.
– გადამიღე შვილო, მაგრამ აბა ჩემი ფოტო ვის რაში ჭირდება?
– თქვენისთანა კარგ ადამიანს იშვიათად შევხვდები, უინტერესო ხალხითაა ქვეყანა სავსე, დეფიციტია თქვენისთანები.
ამის გაგონებაზე თვალები სითბოთი აევსო და გამიღიმა.
ფოტო გადავუღე და მანქანიდან გადავედი ჩანთების ჩამოსაღებად.
ახლაღა შევნიშნე, რომ ჩანთებიდან ბოთლების თავები მოჩანდა და შუშებმა წკარუნი ატეხეს კიდეც.
საშინელმა სიცივემ გამიარა ტანში, მაგრამ ამავდროულად სითბოთიც ვივსებოდი ამ კაცის კეთილ და თბილ ღიმილს რომ ვხედავდი.
– დიდი მადლობა შვილო, ჩათვალეთ რომ გეხუტებითო ბოლოს მომაძახა.
ცოტა ხანს მე და სოფო დადუმებულები ვისხედით მანქანაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი