მთავარი პოლიტიკა ირაკლი ღლონტი: წამყვანი მედია საშუალებები ბოიკოტს უცხადებს პარტია ,,რეფორმატორებს’’

ირაკლი ღლონტი: წამყვანი მედია საშუალებები ბოიკოტს უცხადებს პარტია ,,რეფორმატორებს’’

პარტია ,,რეფორმატორების” ლიდერი. ირაკლი ღლონტი. ქართულ მედია სივრცეს აკრიტიკებს და აცხადებს , რომ წამყვანი მედია საშულებები ბოიკოტს უცხადებენ პარტია ,,რეფორმატორებს.

,,ქართულ მედიაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც თითქმის ყველა სატელევიზიო ეთერი ჩვენთვის დახურულია და ხელისუფლება ცდილობს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის ყველა გზა ჩაკეტოს, გადავწყვიტეთ ამ გზით მოვიტანოთ ჩვენი სათქმელი და ვიქონიოთ უშუალო კომუნიკაცია თქვენთან. 

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საკითხების სიმწვავისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მიუხედავად ხელისუფლების გავლენას დაქვემდებარებული წამყვანი მედია საშუალებები ბოიკოტს უცხადებს პარტია ,,რეფორმატორებს’’.

ეს ფაქტი არსებითად უშლის ხელს ჩვენსა და თქვენს შორის ურთიერთობას და გვიძნელდება ჩვენი საერთო პრობლემების გასაჯაროება მისი შემდგომი მოგვარების მიზნით.

სწორედ ეს არის ხელისუფლების მიზანი, რომ განვითარების ყველა გზა მოგვიჭრას ჩვენ, როგორც რეალურად ერთადერთ ახალ პოლიტიკურ გუნდს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაგებით მოვეკიდოთ ხელისუფლების მცდელობას, რომ საზოგადოებას წარუდგინონ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების სახით საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერეს მორგებული ძალები და ვეცდებით ყველა გზას მივმართოთ, რომ სიმართლე მოვიტანოთ თქვენამდე!” – ნათქვამია ირაკლი ღლონტის მიმართვაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი