მთავარი მედია “იმედის” საინფორმაციო სამსახური “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

“იმედის” საინფორმაციო სამსახური “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

0 940

ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ, ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე პროცესები არ დააზარალებს არხის ჟურნალისტებს, რათა სრულფასოვნად შეძლონ საქმიანობა.
“ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა”, – ნათქვამია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი