მთავარი უცხოეთის ამბები თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი თურქულმა გამანადგურებლებმა F-16-ებმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდეს.
მომხდართან დაკავშირებით თურქულ მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თავის მხრივ, თურქული გამოცემა “ბუგუნი” წერს, რომ თვითმფრინავი ჰატაის პროვინციაში ჩამოაგდეს. მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი