მთავარი კულტურა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ახალგაზრდა ფოტოხელოვნების მოყვარულთა პროფესიული ზრდისა და მათი საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. თათია ახვლედიანისა და სალომე დიდებაშვილის ფოტოგამოფენა 19 ნოემრებს გაიხსნა და 3 დღეს გაგრძელდება. დამწყები ფოტოგრაფების ობიექტივით დანახულისამყარო საინტერესო აღმჩნდა დამთავალიერებლებისათის. გამოფენას ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით ძალიან სასიამოვნოა როდესაც ახალგაზრდები ფოტოგრაფიით ინტერესდებიან. ნათელა გრიგალაშვილმა დამწყენ ფოტოგრაფებს წარმატებები უსურვა და მეტი მუშაობისაკენ მოუწოდა. ფოტონამუშევრები სხვადასხვა შინაარსის 14 ფოტოს მოიცავს, რომელებშიც პორტრეტები, ქალაქის არქიტექტურა და ცხოვრების ამსახველი კადრებია წარმოდგენლი.

ავტორი: ქეთი ქებაძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი