მთავარი საერთო თბილისში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

თბილისში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

14 ნოემბერს, გვიან ღამით, თბილისში ხელვაჩაურის “მაჭახელას” 20 წლის ფეხბურთელი, თენგიზ ფერცელიძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 14 ნოემბერს თენგო ფერცელიძე დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ერთ-ერთ პიროვნებასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მათ ურთიერთობის გარკვევა ქუჩაში განაგრძეს, თუმცა სიტუაციის განმუხტვის მაგივრად, დაპირისპირება ფიზიკური დაზიანებით და ფერცელიძის მკვლელობით დასრულდა.

“შენი მედია გუნდი”-ს ჟურნალისტს, შსს-ს საინფორმაციო სამსახურთან საუბარში განუცხადეს, რომ ფერცელიძის მკვლელი უკვე დაკავებულია. გამოძიება სსკ 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

მულტიმედია საინფორმაციო სააგენტო “შენი მედია გუნდი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და გარდაცვლილის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

10929988_822850191115603_5545622738967644967_n

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი