მთავარი უცხოეთის ამბები ვლადიმერ პუტინი – “სუ-24″-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვე

ვლადიმერ პუტინი – “სუ-24″-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვე

“ზურგში დანა ჩაგვარტყეს”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას.
“ეს მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებს ცდება. ტერორისტების თანამზრახველებმა ზურგში დანა ჩააგვარტყეს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, “სუ-24″ თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტით, სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.
“თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, თუქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. ჩვენი მფრინავები და თვითმფრინავი თურქეთის რესპუბლიკას არანაირად არ ემუქრებოდა”, – განაცხადა პუტინმა.
მისი შეფასებით, “სუ-24″-ის ჩამოგდებას სერიოზული შედეგი მოჰყვება. “ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენთან კონტაქტის დამყარების ნაცვლად, თურქულმა მხარემ ამ საკითხის განსახილველად ნატო-ში პარტინორებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოგვაგდო მათი თვითმფრინავი”, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი