მთავარი პოლიტიკა ვერეს ხეობის მონიტორინგის სისტემისთვის პროექტი წარმოადგინეს

ვერეს ხეობის მონიტორინგის სისტემისთვის პროექტი წარმოადგინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდინარე ვერეს ხეობის გეოინფორმაციული სისტემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავასთან ერთად დაესწრო.
გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მდინარე ვერეს ხეობის მონიტორინგის სისტემისთვის პროექტი წარმოადგინეს. პროექტში ჩართული სტუდენტები თანამედროვე ტქენოლოგიების გამოყენებით მონაწილეობას მიიღებენ სტიქიური და საველე მონაცემების მოპოვებასა და მათ კამერალურ დამუშავებაში.
პროექტის მიხედვით საკვლევი ტერიტორიის და დასახლებული პუნქტების სამისამართო ბაზა შქიმნება. ასევე, სავალე კვლევების შედეგად სტიქიის შემდგომი პერიოდის გეოეკოლოგიური მდგომარეობის პირველად მონაცემებს მოიპოვებენ. საველე კვლევის შედეგები კი პერსონალურ გეომონაცემთა ბაზებში განთავსდება.
მდინარე ვერეს ხეობის საბაზისო გეოინფორმაციულ სისტემას, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებები, საპროექტო ორგანიზაციები, თბილისის მერია, საგანგებო და სამაშველო სამსახურები გამოიყენებენ.

12109235_952907758099528_9066847303800367852_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი