მთავარი უცხოეთის ამბები ერდოღანი წუხს, მაგრამ ბოდიშს არ იხდის

ერდოღანი წუხს, მაგრამ ბოდიშს არ იხდის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის წუხს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და ისურვებდა, რომ ეს არ მომხდარიყო.

თუმცა, როგორც BBC წერს, მიუხედავად წუხილისა, ერდოღანი მომხდარის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მანვე თურქებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ რუსეთში მგზავრობისგან, თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არ არის. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკვე შეწყვიტა თურქეთთან უვიზო რეჟიმი. შეგახსენებთ, რომ რუსული ბომბდამშენი სუ-24-ი თურქეთმა ჩამოაგდო. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსული სუ-24-ის ფრენის მარშრუტი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაარღვია რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუ-24-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი