მთავარი მედია დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეჩერებულია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეჩერებულია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

0 645

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2″-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ განმწესრიგებელი სხდომის შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ტელეკომპანიის ადვოკატებმა სარჩელით 26 ოქტმბერს მიმართეს.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი