მთავარი საზოგადოება გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო...

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, დასრულდა ხიდის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულეს. პროექტის ღირებულებამ 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, სრულად აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ავარიულ ხიდს ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები.

ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა.

მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო გამოკვლევა 2013 წელს განხორციელდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი