მთავარი რეგიონი ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

0 790

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. როგორც ,,შენი მედია გუნდს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს , წვიმამ მაიაკოვსკის, თავდადებულის, ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლები დააზარალა. ამასთან დაკავშირებით 112-ში ბათუმიდან 35 ზარი დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილებზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
მათივე ცნობით, ძლიერი წვიმის გამო შეტყობინებები დაფიქსირდა სამტრედიასა და ქუთაისში. სააგენტოს ინფორმაციით, წვიმას პრობლემები არ შეუქმნია დედაქალაქში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი