მთავარი რეგიონი აქცია მაჭახლის ხეობაში

აქცია მაჭახლის ხეობაში

0 743

ბათუმი-კირნათის სამ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას, კომპენსაციების მიღებასა და ყოვველთვიურად, 300 კილოვატამდე უფასო ელექტრო ენერგიას ითხოვენ მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად კომპანია ,,აჭარა ენერჯი 2007″ ოფისთან გზა გადაკეტეს. კირნათის მკვიდრი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით შეღავათზე ენერგეტიკის მინისტრისგან დაპირება გასულ წელს მიიღეს, მისივე თქმით საკითხზე სამთავრობო კომისიას უნდა ემსჯელა, თუმცა არაფერი შეცვლილა. – “5-7 წლის მერე ჰესის გამო მოსახლეობას რომ შეგვექმნას პრობლემები, სად მივყავართ, ეს გვინდა გავიგოთ. გზების შესახებ არაერთხელ გვითხრეს გავაკეთებთო, მაგრამ ამ დრომდე არ აკეთებენ”, – ამბობს ნოდარ ცინცაძე.
„ხელისუფლებამ კირნათის მცხოვრებლებს კომპანიასთან უნდა უშუამდგომლოს, რათა მათ კომპენსაცია მიიღონ“,- აცხადებს აქციაზე მყოფი უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
საკითხთან დაკავშირებით, კომპანია ,,აჭარა ენერჯი 2007″ წარმომადგენლებთან ადგილზე ვცადე კომენტარის ჩაწერა, თუმცა განგვიცხადეს, რომ ხელმძღვანელობა ადგილზე არ იმყოფებოდა.
დროებითი სამთავრობო კომისისი ხლემძღვამელის პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით, აღნიშნული კომაპნია ამეტაპზე ინდივიდუალურ შესწავლას ახორციელბს, კომენსაციების გაცემა კი უხელოეს პერიოდში დაიწყება.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი