მთავარი პოლიტიკა აუცილებლად დაიკითხებიან „იმედისა“ და „პირველი არხის“ კომპეტენტური პირები

აუცილებლად დაიკითხებიან „იმედისა“ და „პირველი არხის“ კომპეტენტური პირები

0 721

„რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბრის ჩანაწერი, რომელიც უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა, დამონტაჟებულია. იგი ადასტურებს, რომ ხმა მას ეკუთვნის, მაგრამ სააკაშვილთან საუბრის შინაარსის მსგავსი წყობა მას არ ახსენდება.

გვარამია აცხადებს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს „იმედისა“ და „პირველი არხის“ კომპეტენტური პირების ჩვენებებით, რადგან მათ, გვარამიას თქმით, კომენტარების ჩაწერა საკითხზე მანამდე დაიწყეს, სანამ ჩანაწერი საჯარო გახდებოდა.

„ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ და საქართველოს მთავრობის უმძიმესმა მარცხმა, სრულიად ისტერიკაში ჩააგდო და პანიკაში. უკიდურესად სამარცხვინო საქციელი გვაქვს სახეზე. პირველ რიგში, ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. საიტი, რომელზეც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს, არის „ფეესბეს“ მოპოვებული და საქართველოს ხელისუფლებას ეს ჩანაწერები აქვს რუსული სპეცსამსახურებისგან. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ჩემი უფლებების უმძიმესი დარღვევა.

ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ, და ორი იყო დღეს ასეთი ტელევიზია – ტელეკომპანია „იმედი“ და „პირველი არხი“, მათ საყურადღებოდ უნდა ითქვას – ისინი დღეს, ნებსით თუ უნებლიედ, გამოდიან ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები.

აუცილებლად, გამოძიება წარიმართება ამ მიმართულებით, რათა დადგინდეს, როგორი არის თანამშრომლობა „ფეესბესა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ეს გამოძიება, ცხადია, დღეს ვერ ჩატარდება, ამ გამოძიებას ჩაატარებს მიუკერძოებელი პროკურატურა, ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული. რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიკითხება ჩემ მიერ ხსენებული ორივე არხის კომპეტენტური პირები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების ატვირთვამდე, ეს ინფორმაცია. როგორ დაიწყეს სინქრონების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერსად ეს ინფორმაცია, როგორც კი აიტვირთა, წამიდან წამში და ვინ იყო ის თანამდებობის პირი, ვინც ამის შესახებ მათ აცნობათ.

ეს დაინტერესება პატრიოტი პროკურატურის მიერ, აუცილებლად იქნება გამოხატული და თქვენ, მეგობრებო, აუცილებლად მოგიწევთ ამ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა. ის, ვინც ასეთ დავალებებს იძლევა და ამით ადასტურებს, რომ თანამშრომლობა მიმდინარეობს ქართულ უშიშროებასა და რუსულ უშიშროებას შორის, ჩადის დანაშაულს და დაისჯება.

არ ვადასტურებ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობას – ეს ნამდვილად ჩემი ხმაა – თუმცა, მსგავსი საუბრის შინაარსი, მიყოლებით ასეთი შინაარსი, არ მახსენდება, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არ არის უწყვეტი და არის დამონტაჟებული.

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, სრულიად სამარცხვინოა მისი ეთერში გაშვება, იმიტომ, რომ ასახავს პირად ცხოვრებას, მაგრამ ჩემს საუბარს რაც შეეხება. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი, რომ მჭირდება კომპეტენტური ადამიანების აყვანა დაცვაში, ისეთების, ვინც საჭიროების შემთხვევაში კომპანიას დაიცავს, არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ „ტიტუშკების“ შემოტევებისგანაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა პროვოკაციებს ამ ჩანაწერზე დაყრდნობით. როგორც კი გამოჩნდებოდნენ ჩვენს ეზოში ასეთი ადამიანები, მათ შორის, ყოფილი სპეცნაზელები, რამდენიმე მათგან იქნებოდა ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ და მოხდებოდა პროვოკაციის მოწყობა. ამიტომაც ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ადამიანების ჩვენს სივრცეში შემოშვებას. არ გამოვრიცხავთ, რომ ამგვარი ვიდეოების დადებით, ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია თავადვე დაადასტუროს.

ჩვენთვის ასევე, ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ უშიშროების წარმომადგენლები. ერთერთი პირი, სხეულზე დამაგრებული კამერით, გამუდმებით, ფარულად აწარმოებდა ჩაწერას. მათ შორის, წერდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ იყვნენ მისგან გაფრთხილებული, თუ რა უნდა ექნათ, რომ შეექმნათ სანახაობა, რომ თითქოს, მიმდინარეობს იარაღის გამოყენებით, რევოლუციური სცენარის მომზადება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი