მთავარი პოლიტიკა არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას

არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას

0 690

ბოლო პერიოდში, სამინისტროებში პრემიებისა და დანამატების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციას არასწორს უწოდებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მთავრობის სხდომაზე განმარტების გაკეთება ფინანსთა მინისტრს სთხოვა. მანამდე კი განაცხადა, რომ მინისტრების ანაზღაურება საჯარო ინფორმაციაა და მისი გამოთხოვა შეიძლება.

„ბატონ ნოდარ ხადურს მინდა, ვკითხო – ორი დღეა, ვაკვირდები მედიაში, ინფორმაციაა გავრცელებული, თითქოს დამატებით პრემიები გაიცა სამინისტროებში, ხელფასები და დანამატები. მესმის ამ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ. რა დანამატებზეა საუბარი, რა პრემიებზე, გთხოვთ, რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ მოსახლეობას.

არის განცდა ისეთი, რომ თითქოს მინისტრები, ან მაღალი თანამდებობის პირები იღებენ მაღალ პრემიებს. არცერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრის ხელფასი არის ხუთი ათასი ლარი, ეს ყველაფერი არის საჯარო და არავითარი დაფარული ინფორმაცია ამაში არ არის. რატომ ვერ ხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა მედიასაშუალებების მხრიდან, თუ არის ამ ინფორმაციაზე მოთხოვნის აუცილებლობა, ნებისმიერი ინფორმაცია, გთხოვთ, რომ გასცეთ.

ერთერთი უტიფარი პოლიტიკოსი, ორი დღის წინ, იჯდა ტელეეთერში, ერთერთ ტელეშოუში და ამბობდა, რომ პოლიციელებს ჩვენმა მთავრობამ არ გაუზარდა ხელფასები – 106 მილიონით არის გაზრდილი ხელფასები და მათი სოციალური მდგომარეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი