მთავარი ეს საინტერესოა ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!

ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!

16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს!
ადრეულ ქორწინებას თან ახლავს არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით.

ნუ გაათხოვებ!

მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!

შემოგვიერთდით 25 ნოემბერს:

1. თბილისი, საქართველოს კანცელარია -20:00
2. ქუთაისი – ოპერის თეატრის წინ, 14:00 საათი
3. გორი – თეატრის ბაღი, 14:00 საათი
4. ბათუმი – ვარდების ბაღი, 15:00 საათი
5. ახალციხე -ახალციხის ცენტრალური პარკი, 14:00 საათი
6. ახალქალაქი -ახალქალაქის ცენტრალური პარკი, 14:00 საათი
7. გარდაბანი – კულტურის სახლის წინ, 14:00 საათი
8. ზუგდიდი – ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, 14:00 საათი
9. თელავი – თეატრის წინ, 14:00 საათი
10. მარნეული – კულტურის სახლის წინ, 14:00 საათი
11. ოზურგეთი – თეატრის წინ, 14:00
12. ქობულეთი – გამგეობის წინ, სკვერში 15:00
13. დუისი, პანკისის ხეობა – საზოგადოებრივი ცენტრი (კლუბი), 14:00 საათი
14. ბორჯომი – რუსთაველის მოედანი, 14:00

ეს კლიპი სახელწოდებით ,,გოგონას ეფექტი” , სწორედ არასრულწლოვანთა ქორწინებას ეხება. აქ ორი გზაა ნაჩვენები : იმ გოგონების ვინც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან და მათი ვინც ამ ასაკში სწავლა განათლებას ანიჭებს უპირატესობას. უფროსებს კი ის დარჩენიათ, რომ დაეხმარონ არასრულწლოვნებს სწორი გზის არჩევაში, იმ გზის სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ.

12246878_486220384892428_4795542922802122690_n

12310693_903926203033052_7974966438567067672_n

12243006_854397544658021_4532502251232747482_n

child-pregnancy-awareness-too-soon-small-33222

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი