მთავარი საერთო Wallabies VS All Blacks. მსოფლიო თასი სრულდება

Wallabies VS All Blacks. მსოფლიო თასი სრულდება

დღეს რაგბის მსოფლიო თასის მეორე ფინალისტიც გაირკვა. ავსტრალიის ნაკრებმა არგენტინა, ანგარიშით 29-15 დაამარცხა და ფინალში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშებს. “ოლ ბლექსმა” თავისი შეხვედრა 23 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 20-18 მოიგო და ავსტრალიის წინააღმდეგ ტიტულის დაცვას ეცდება.

აღსანიშნავია, რომ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ზელანდიაც და ავსტრალიაც პირველი გუნდები იქნებიან, რომლებიც მსოფლიო თასის ტიტულს მესამედ მოიპოვებენ. ზელანდიამ მსოფლიო თასის ჩემპიონის ტიტული 2-ჯერ, 1987 და 2011 წლებში მოიპოვა, ხოლო ავსტრალიამ 1991 და 1999 წლებში.

494202548

ორივე გუნდი მსოფლიო რაგბის რეიტინგში პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინალი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული იქნება. აქვე არ დაგვავიწყდეს რომ ავსტრალიაც და ზელანდიაც ერთ კონტინენტზე მდებარეობს და ამ დაპირისპირებას შეგვიძლია კონტინეტური დერბიც ვუწოდოთ.

ფინალამდე, ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობას ერთმანეთში სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ნაკრებები გაარკვევენ. შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება. “ოლ ბლექსი” და “კენგურუები” კი ერთმანეთს 31 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი