მთავარი ეს საინტერესოა NASA-ს ასტრონომები აცხადებენ, რომ დედამიწა 15 დღის განმავლობაში სიბნელეში აღმოჩნდება

NASA-ს ასტრონომები აცხადებენ, რომ დედამიწა 15 დღის განმავლობაში სიბნელეში აღმოჩნდება

NASA-ს ასტრონომები აცხადებენ, რომ მსოფლიო 15 დღის განმავლობაში სიბნელეში აღმოჩნდება. ჩარლზ ბოლდენის განცხადებით, პლანეტა მზის გარეშე 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე აღმოჩნდება, წერს newswatch33.

როგორც გამოცემა წერს, ასტრონომებმა აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლს წერილობით შეატყობინეს.

ბოლდენი პროცესს ასტრონომიულ მოვლენას უწოდებს, რომელიც ვენერასა და იუპიტერზე მიმდინარეობს. ამ დროს მზე ფერს შეიცვლის და გალურჯდება. იუპიტერი და ვენერა პარალელურ სიბრტყეში აღმოჩნდებიან და მათ შორის დაშორება მხოლოდ 1 გრადუსი იქნება. ვენერა გადაინაცვლებს იუპიტერის სამხრეთ-დასავლეთით და იუპიტერზე 10-ჯერ მეტი ნათება ექნება, რაც იუპიტერზე გაზის გათბობას და საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, რასაც კოსმოსში წყალბადის უპრეცედენტო რაოდენობის გაფრქვევა მოჰყვება.

cme_blast

წყალბადის რაოდენობა, რომელიც მზესთან კონტაქტში შევა, მზის ზედაპირზე ძლიერ აფეთქებას გამოიწვევს. აფეთქების შედეგად მზის ზედაპირზე ტემპერატურა 9 000 გრადუსით მოიმატებს. ტემპერატურის მომატებას მზის ფერის შეცვლა მოჰყვება და გალურჯდება. მზის პირვანდელი ტემპერატურის დაბრუნებას კი 14 დღე-ღამე დასჭირდება. სანამ მზე გაგრილების პროცესს გაივლის, ბუნდოვანი იქნება.

ბნელი დღეები 30 ნოემბერს დასრულდება.

ჩარლზ ბოლდენის თქმით, ” ჩვენ არ ველით რაიმე სერიოზულ შედეგებს დაბნელების გამო, არ ღირს ამაზე ნერვიულობა და ბევრი ფიქრი. ეს მოვლენა ალიასკაზე ზამთრის მსგავსი იქნება”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი