მთავარი ეს საინტერესოა Back to the future: მომავალი უკვე დადგა

Back to the future: მომავალი უკვე დადგა

დღეს არის ”Back to the future 2-ის” დღე. კინოს მთავარი გმირები გაემგზავრენ იმ წელს რომელიც ჩვენთვის უკვე დადგა. ეს არის 2015 წლის 21 ოქტომბერი. ბევრი ინოვაციური ტექნოლოგიები,რომლებიც ნაჩვენები იყო კინოში დღეს აღარავის უკვირს. შეიძლება უმრავლესობა ჩვენთვის ჯერ მხოლოდ მაკეტებია,თუმცა უმეტესობა უკვე კარგად არის მორგებული ჩვენს ყოველდღიურ რეალობას. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვიტყვი მხოლოდ რამდენიმეს.

თქვენ ყველამ კარგად იცით,რომ ამ კინოში ნაჩვენები იყო პლაზმური ტელევიზორი,რის მეშვეობითაც ვიდეო ზარს ახორციელებდნენ. დღეს ამით არავის გააკვირვებ. თითქმის ყველა ოჯახში არის ჭკვიანი ტელევიზორი,რომელსაც აქვს Skype რისი საშუალებითაც შესაძლებელია ვიდეოზარების განხორციელება.

151020145722__86214205_634bdb61-a853-46bf-9f92-c9063437d0d8

151020145723__86207903_b778d940-3d9c-4420-946c-db124d11a973

შემდეგი ინოვაცია,რომელიც ნაჩვენები იყო კინოში ეს არის ფრინავი სკეიტბორდი. კომპანია Lexu-სმა 2015 წლის აგვისტოში წარმოადგინა ამ სკეიტბორდის ანალოგი.

huvr-hoverboard-back-to-the-future-II-pink

1475336308747171105

ერთ-ერთ სცენაში მარტი მაკფლაის უკეთია ჭკვიანი სათვალეები,თუმცა კინოში არ გვიჩვენებენ რას აკეთებს სათვალე,მაგრამ გვარწმუნებენ,რომ ის ძალიან ჭკვიანი გაჯეტია. ასეთი სათვალეები უკვე დიდიხანია გამოვიდა და აღარავის უკვირს ეს ინოვაცია.

151020145722__86207899_8cfb87a2-7e29-48ff-b975-d5a62726a3f7

google-glass-how-to-video

Holo

როდესაც კინო გადაიღეს ანუ 1989წელს არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, 3D- ჰოლოგრამის ან კინოს ჩვენება. ფილმში ეს ძალიან კარგად აჩვენეს. ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ აღარ გვიკვირს,თუმცა იმ დროს ეს იყო ინოვაცია.

151020145722__86207667_ae89894c-6842-4161-9bdf-31e383e67c20

როგორც კინოში იყო ნაჩვენები, რობოტი ასერინებს ძაღლს. ასეთი ჭკვიანი მოწყობილობა უკვე არსებობს. დრონს უთითებენ შესაბამის მარშუტს ის მას იმახსოვრებს და ასე ასეირნებს ძაღლს.

151020145721__86207895_04f68abd-85c3-4668-9ff4-8e76cfde6886

Back to the future 2-ში ნაჩვენებია ტაქსი,სადაც თითის ანაბეჭდით იხდი მგზავრობის საფასურს. ჩვენ მთლად თითის ანაბეჭდით არ ვიხდით,მაგრამ მსგავს ფუქციას ვიყენებთ ანუ შეგვიძლია მგზავრობის საფასური პლასტიკური ბარათით გადავიხადოთ ან პირდაპირ მობილური აპლიკაციის საშუალებით. ეს მარტო ტაქს არ ეხება ზოგადად საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

151020145628__86207730_69f73c51-c0d5-407a-91a5-2378f2fa22d6

IMG_7789

mobile_1206_2151020145836__86210000_3246ac5c-e4a6-48d8-bd71-2175601b40e8

打印

სამწუხაროდ კინოში ბევრი პროტოტიპია ნაჩვენები ,რომელიც ჯერ ჩვენ ვერ განვახორციელეთ, თუმცა აქ ნაჩვენებია ის ძირითადი ტექნოლოგიები,რომლებიც უკვე მასიურად გამოიყენება და რის გარეშეც ჩვენ ცხოვრება არაფრად მიგვაჩნია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი