მთავარი პოლიტიკა შვედეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები იწყება

შვედეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები იწყება

0 691

ევროპის სახლი, საქართველოში შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში, შვედი და ქართველი კარიკატურისტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა “კლიმატის ცვლილების პირისპირ” გაიმართა.

ექსპოზიციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოში შვედეთის ელჩი მარტინა ქვიქი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა შვედი და ქართველი მხატვრებისა და კარიკატურისტების კრიტიკულ ხედვას გამოხატავს და მისი მიზანია საზოგადოებისთვის კლიმტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ექსპოზიცია მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელმაც მსოფლიოს 23 ქვეყანაში 250 000 მეტ ადამიანს უმასპინძლა.

საქართველოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში 3 ოქტომბერს მასშტაბური დასუფთავების აქციები ჩატარდება. დაგეგმილია გარემოსდაცვით თემებზე სემინარები, გამოფენები და ვორქშოფები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი