მთავარი პოლიტიკა ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

0 660

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მედიას იგი მთავრობის ადმინისტრაციაში, 12:00 საათზე შეხვდება.

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიასთან საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უკრაინულ ვებგვერდზე uareview.in.ua გავრცელდა ოდესის ოლქის გუბერნატორისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ასევე სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა ბოკერიას საუბრის აუდიო ჩანაწერი. ისინი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს და სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დასადგენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ღონისძიებებ გაატარებს. განცხადება ცოტა ხნის წინ, სუს-ში გააკეთეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი