მთავარი პოლიტიკა ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა

0 631

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მოქალაქეები საპროტესტო აქციას “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მართავენ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეჭრა, თუმცა, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, რამდენიმე პირი ოფისში შეიჭრა, თუმცა, მათ პოლიციამ ოფისი უკვე დაატოვებინა. 
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უნდა შეწყდეს “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობა საზოგადოებაზე. აქციის მონაწილეების თქმით, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია არ უნდა არსებობდეს. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი