მთავარი რეგიონი ქობულეთში შექმნილ მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან

ქობულეთში შექმნილ მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან

0 698

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საგანგებო შტაბის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა. მასზე დეტალურად განიხილეს ყველა ის შემთხვევა, რომელიც გუშინ სტიქიის გამო ქალაქის სხვადასხვა უბანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტად გელაურის დასახლება დაზიანდა, სადაც ყველა ოჯახის პირველი სართული დაიტბორა. მთავრობის ინფორმაციით, დილისთვის საცხოვრებელი სახლებიდან წყალი მთლიანად ამოტუმბული იყო, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დეტალურად განიხილა სოფლებში დაფიქსირებული დაზიანებები. საგზაო სამსახური დამეწყრილი გზების გაწმენდაზე მუშაობს. მუნიციპალიტეტში შექმნილ მდგომარეობას დღეს გეოლოგთა ჯგუფები შეისწავლის. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი