მთავარი მოდა ქართველი მოდელი, თათაკო ხურცილავა, აზიას იპყრობს

ქართველი მოდელი, თათაკო ხურცილავა, აზიას იპყრობს

თათაკო ხურცილავა, იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ბავშობის ოცნებები აუსრულდა.  მისი სამოდელო კარიერა 2006 წლიდან  იღებს სტარტს სამოდელო სააგენტო ,,შარმიდან“ .  არაერთი სილამაზის კონკურსის მონაწილე  ახალბედა მოდელი 2009 წელს საცურაო აუზის ,,ნეპტუმის“ სახე ხდება , ხოლო 2010 წელს ,, Bruno Bananas“ (ბრუნო ბანანას) ახალი კოლექციის მთავარი წარმდგენი .  ამავე წლებში ,,ბრიტანული ცენტრის“ სახეც ხდება  და თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენებებში იღებს მონაწილეობას.  2011 წლიდან თათაკოს კარიერაში გარდამტეხი ეტაპი დადგა, მან კონტრაქტი  სამოდელო სააგენტო ,,LOOK MODELS’’-თან გააფორმა, ხოლო 2012 წელს მონაწილეობა მიიღო  რეალით შოუში ,, TOP  Girl “ რომელიც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა. 7 თვის განმავლობაში თათაკომ  გააძლიერა თავისი ,,Book“ ( ასე ეძახიან სამოდელო სფეროში პროფესიონალურ დონეზე გადაღებულ სურათებს”) და  მალევე აღიარეს პროექტის ყველაზე წარმატებულ  მოდელად.

თათაკოს კარიერა საქართველოდან აზიაში გაგრძელდა.  აზიის სამოდელო სააგენტო  ,, JVOGIE’’-იდან მიღებულ მოწვევაზე, ქართველ ლამაზმანს ბევრი არ უფიქრია და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი მის კარიერაში.

11851226_10205172726537583_1143755612_n

11855398_10205172726137573_957541123_n

11880040_10205172726297577_1496772989_n

ქართველი მოდელი,ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქ,  გუანჯიოში ცხოვრობს, სადაც მოდის ინდუსტრია ყველაზე მაღალ დონეზეა განვითარებული ჩინეთის სხვა ქალაქებთან შედარებით.

 

2014 წლიდან თათაკომ ბევრი შეთავაზება მიიღო სხვადასხვა კომპანიებიდან და გახდა წამყვანი ბრენდების სახე.

 

LILLY,  HIDERWATER,  HMSSD..EUROPEAN GARDEN MAGAZINE, ONE POLAR, UNREAL STUDIO  … DK GIRL  ..HELOSKIN , cavali class, jiordano, distingivo femer jeans , ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლის სახეც ქართველი ლამაზმანი გახდა  ჩინეთში. მისი ბილბორდები ჩინეთის ქუჩებში მალე გამოჩნდება, სადაც ქართველი მოდელი  სხვადასხვა ბრენდების ახალ კოლექციას წარადგენს.

12188453_10205570451040447_1927261555_n

როგორც თათაკომ ,,შენი მედია გუნდს“  გაუმჟღავნა,  მომავალში ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შეგვატყობინებს, მანამდე კი  ბევრი შრომითა და მიზანდასახულობით აპირებს სამოდელო სფეროში მწვერვალების დაპყრობას.

ავტორი: მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი