მთავარი სპორტი ქართველების გამარჯვება გიბრალტარელებთან

ქართველების გამარჯვება გიბრალტარელებთან

0 733

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლო საშინაო მატჩი გამართა. “ჯვაროსნებმა” სამოყვარულო გიბრალტარს უმასპინძლეს და 4-0 დაამარცხეს.

“დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაში დუბლით თავი მათე ვაწაძემ გამოიჩნა, თითო გოლი კი ოქრიაშვილმა და ყაზაიშვილმა გაიტანეს. მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველმა გულშემატკივარმა სტადიონი ეროვნული გუნდის უხარისხო თამაშის გამო უკმაყოფილომ დატოვა.

ეს მოგება საქართველოს მეცხრე თამაშში რიგით მესამე გამოდგა. ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი