მთავარი საზოგადოება ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციებს გამართავს

ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე საჯარო ლექციებს გამართავს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 29 – 31 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციები გაიმართება.

საჯარო ლექცია ჩატარდება შემდეგ თემაზე: ნეიროფსიქოლოგია, როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერება და მისი როლი ადამიანის ქცევის გაგებაში.

საჯარო ლექციის მიზანია ნეიროფსიქოლოგიის, როგორც ახალგაზრდა და განვითარებადი ფსიქოლოგიის დარგის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

წყარო :http://batumelebi.netgazeti.ge

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი