მთავარი პოლიტიკა ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები ესროლეს

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები ესროლეს

0 1295

დღეს, ფოთის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულ წევრებს, ფასადი კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი დახვდათ. 
“ნაციონალების” ოფისი ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს. 
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მომხადარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს და პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებას” დააკისრეს. 
მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, ისინი აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით, სამართლადამცავი ორგანოებისათვის მიმართვას გეგმავენ

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი