მთავარი სპორტი ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს

ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს

0 663

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს, რომელიც ფედერაციაში არსებული ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის.

ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს უეფასთან და სხვადასხვა კონტრაქტორებთან. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი გაურკვეველი და არამიზნობრივი კონტრაქტებია გაფორმებული.

ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობის შეჩერებაზე.

“მოლოდინი იმის, რომ სიტუაცია მძიმე იქნებოდა, გვქონდა და დავრწმუნდი კიდეც. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ფინანსურად თუ რა მდგომარეობა სრულად უნდა გაირკვეს”, – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი