მთავარი პოლიტიკა სუს-ში სატელეფონო საუბრების ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს

სუს-ში სატელეფონო საუბრების ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს

0 746

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

„გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია „რუსთავი2″-ის გენერალურ დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამა წლის 24 ოქტომბერს, უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, უკრაინულ ვებგვერდზე uareview.in.ua გავრცელდა ოდესის ოლქის გუბერნატორისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ასევე სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა ბოკერიას საუბრის აუდიო ჩანაწერი. ისინი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს და სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი