მთავარი რეგიონი საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრი ბათუმში

საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრი ბათუმში

0 666

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის აპარატში სამუშაო შეხვედრას გამართავენ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდების საკითხები.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 100 000 ტონას შეადგენს, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო, სადაც მოხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. წელს ციტრუსის სეზონზე კიდევ რამდენიმე საწარმო შეემატება სადაც მოხდება ციტრუსის პარაფინირება რომელიც მინიმუმ ერთი თვით გაახანგრძლივებს ციტრუსის რეალიზაციას.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი