მთავარი საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

უხვი ნალექის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეაჩეროს. აღნიშნულთან დაკავშირებით “საქართველოს რკნიგზა” განცხადებას ავრცელებს:

“უხვი ნალექების შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებლის (რეისი # 857. გამოსვლის დრო-08.00) მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის სარკინიგზო მონაკვეთზე შეაჩეროს. შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მატარებელი ჩაქვიდან ბათუმის რკინიგზის სადგურში დაბრუნდა. საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს ავტოტრანსპორტით მომსახურება შესთავაზა, თუმცა საგზაო მონაკვეთებზე წყალდიდობის შედეგად არსებული რთული მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება გაუქმდა. საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს ბილეთის საფასური უკვე სრულად აუნაზღაურა. მოძრაობის აღდგენის შემთხვევაში მგზავრები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი