მთავარი საერთო საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მოინახულა

0 756

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ იერუსალიმში მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მოინახულეს.

სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად გოლგოთის მთაზე მაცხოვრის ჯვარცმის, გარდამოხსნის ადგილები მაცხოვრის საფლავი მოილოცა და ტაძარში არსებული სხვა წმინდა ადგილები მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ იერუსალიმის ძველ ქალაქში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიაც მოინახულეს.

ქვეყნის პირველ პირს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი