მთავარი პოლიტიკა საქართველოს და ბელორუსიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს და ბელორუსიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

0 1929

საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და ბელარუსის შსს-ს აკადემიის რექტორმა ვლადიმერ ბაჩილამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე კობრუსევი დაესწრნენ.
მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის კვალიფიციური კადრების სრულყოფილ მომზადებასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საერთო ინტერესის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. ასევე მოხდება საგანმანათლებლო და მეთოდური მასალების, პუბლიკაციების გაცვლა.
ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, ბელარუსის შს მინისტრის სახელით, სამკერდე მედალი გადასცა.

12188054_718899731545362_4426250215582041185_o

12188171_718899734878695_6230350791080819950_o

12186715_718899738212028_7917801946042212218_o

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი