მთავარი სამართალი საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონ ლარამდე თანხა გაიტაცეს

საქართველოს ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონ ლარამდე თანხა გაიტაცეს

0 2223

ბანკიდან თანხის გატაცების შესახებ ინფორმაცია „ინფო 9“-ს „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარის გამო, „საქართველოს ბანკს“ მუშაობაში პრობლემები არ შექმნია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, რის გამოც ისინი დამატებითი კომენტარისაგან თავს იკავებენ.

„ინფო 9“-ს ინფორმაციით, დანაშაული ინკასატორებმა ჩაიდინეს. მათ საინკასაციო მანქანა რადარებიდან გათიშეს და სავარაუდოდ, თანხა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაიტანეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ პუნქტის გავლით დატოვეს ინკასატორებმა საქართველო.

რაც შეეხება საინკასაციო მანქანას, ის მოგვიანებით დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში იპოვეს.

ამასთან, შაბათს, 24 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკიდან“ ასევე, დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს. ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე „რუსთავი 2“-ის კონცერტი მიმდინარეობდა. ბანკის ინფორმაციით, ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანხა დაიკარგა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი