მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა “საჟა” რუსთავი 2-ის შესახებ

“საჟა” რუსთავი 2-ის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია,  ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

,,ჩვენ, პირველ რიგში მხარს ვუჭერთ, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ კანონს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და  მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით  ამ კანონის დარღვევა ნებისმიერი ფორმით დაუშვებელია. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ  ყველა იმ  მედია საშუალებასა და ჟურნალისტს, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა და ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას საზოგადოების წინაშე და იმედს გამოვთქვამთ , მათი საქმიანობა  რაიმე ფორმით შეზღუდული  არ იქნება.

რაც შეეხება  ტელეკომპანია ,,რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებთ. კანონის პატივისცემა არ მოიცავს მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მოითხოვს იმ კანონის დაცვას, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შესაბამისად ველოდებით სასამართლო პროცესის  სამართლიანად წარმართვას, ისე რომ ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხებას ადგილი არ ჰქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორად ინფორმირება და  ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის გასაჯაროება, რაც ასე თუ ისე საზოგადოებისთვის  გარკვეულწილად მიუწვდომელი და გაუგებარია.

ასევე მიგვაჩნია ,რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ამ ეტაპზე მედიალიდერია, რაც ნიშნავს იმას , რომ საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ის სტატისტიკა რაც არსებობს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მედია საშუალებების სასარგებლოდ, ამ შემთხვევაშიც გამართლდება და  ტელეკომპანია შეძლებს თავისი სიმართლის დამტკიცებას.”

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი