მთავარი პოლიტიკა საელჩოში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს მცირე ინციდენტი მოხდა

საელჩოში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს მცირე ინციდენტი მოხდა

0 823

საქართველოს საელჩოში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. მანამდე პრეზიდენტს ამერიკაში მცხოვრებმა ავღანეთის ომის ვეტერანმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა თხოვა.

დაპირისპირება მას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან მოუვიდა. მომხდართან დაკავშირებით განმარტებები მოგვიანებით თავად ვახტანგ კაპანაძემ გააკეთა.

„ადამიანია და აღელდა გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნები არ ჰქონდა, მას ჰქონდა პრეტენზია, რომ თავდაცვის უწყება ძველი დროიდან არ მოექცა, ჰქონდა პრეტენზია, რომელიც არ იყო გამოკვლეული დღემდე, მისი ყველა პრეტენზია 2010-2011 წლიდან ინსპექციას აქვს გადაცემული, რომელიც იძიებდა“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი