მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, თავდამსხმელი მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. 
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივი მეწარმეა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით. ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერაცია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი