მთავარი საზოგადოება რუსეთთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა გამარტივდეს

რუსეთთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა გამარტივდეს

რუსეთთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა გამარტივდეს. აღნიშნულ საკითხზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
თუმცა მისი ანგარიშით, სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმება არ იგეგმება.

„ვფიქრობ, ახლო მომავალში, სავიზო რეჟიმი გამარტივდება. შესაძლოა, ეს უახლოეს თვეებში მოხდეს. სავიზო რეჟიმი მთლიანად არ მოიხსნება, მაგრამ შეიძლება, საკმაოდ სერიოზულად გამარტივდეს. ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერსებშია. ყოველდღე ვაწყდები შემთხვევებს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც სურთ რუსეთში ჩასვლა, პრობლემების წინაშე დგებიან. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი