მთავარი კულტურა ,,რეალობიდან-რეალობამდე” – პოეზიიდან ნობელის პრემიამდე

,,რეალობიდან-რეალობამდე” – პოეზიიდან ნობელის პრემიამდე

პოეზიის მოყვარულები არც თუ ხშირად არიან განებივრებული ისეთი საღამოებით, როგორიც დაიგეგმა 11 ოქტომბერს P.U.M CLUB “-ში. ხელოვნება, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს სულის საზრდოდ, 21-ე საუკუნეში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა  და თავისებურ განვითარებას განიცდის. საქართველოში ახალგაზრდა პოეტებს უფრო ნაკლებად იცნობენ , თუმცა ნიჭიერი ადამიანების რიცხვი საკმაოდ დიდია და ამ ადამინების მიმართ ინტერესიც დღითი-დღე იზრდება. 

ინკოგნიტო და ირაკლი დეისაძე იმ ახალგაზრდა პოეტების რიცხვში შედიან, რომლებიც თავიან ახალ რეალობას ანვითარებენ რეალობაში, სწორედ  ამ ახლებურ განცდას უკავშირდება 11 ოქტომბერს დაგეგმილი საღამო, რომელაც  ა.ა.ი.პ. ” კინო პოეზია” წარმოგიდგენთ .

resizedimage

თავისი ვინაობის გაუმჟღვნებლად, ინკოგნიტოდ დარჩენილი პოეტის დიადი მიზნები ნობელის პრემიას უკავშირდება. განიცდის სხვადასხვაგვარად და აღიქვამს ყველაფერს ისე, როგორც თავისი სამყარო უკარნახებს. გზა რომელიც გასავლელი დარჩა საინტერსოდ ეჩვენება და  არ სჯერა ცუდი ადამიანების არსებობის. ჩვენ შევეცდებით ინკოგნიტო თავისებურად გაგაცნოთ.

-საიდან დაიწყო შენთვის რეალობა?

-სადაც დასრულდა ოცნება თუმცა გაგრძელდა ოცნება რეალობაში.

-რეალობიდან-რეალობამდე ოცნებით მიხვედი?თუ ჯერ არც მისულხარ?

-რეალობიდან-რეალობამდე პოეზიით მივედი, რომელმაც შექმნა ოცნება და ეს ოცნება ასრულდა.

-ეს სამეულირეალობაოცნება და პოეზია რას ქმნის საერთო ჯამში?

-ფანტაზიას,რომელიც გწყვეტს დედამიწიდან და გადიხარ კოსმოსში.

 -როგორი იყო პოეზიამდე მისასვლელი გზა?

-რა გითხრა, პოეზიასთან ერთად დავიბადე, გზა არც ყოფილა, 5 წლიდან დავიწყე წერა.

 -შეგიძლია აღწერო ემოციარომელიც შენთან ერთად დაიბადა ,გაიზარდა და რეალობის დასალაშქრად სხვადასხვა ეტაპის  გავლა მოუწიააბსტრაქციის ახსნა რთულიამაგრამ უ ძლებ გაგვიზიარე.

-ძალიან მარტივია, არაფერი განსაკუთრებული, ეს არის დამოკიდებულება, რომლის გარეშე სიცოცხლე ხელოვანისთვის შეუძლებელია. შესაბამისად ჩვენ ამ დამოკიდებულებით ვართ დაავადებულები. ..ვკაიფობთ“რა.

-როდესაც დედამიწის დატოვება გიწევს , სხვა პლანეტაზე შენი პოეზიის ესმით?

 -ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, მთავარია შენ გესმის შენი პოეზიის.

-შენთვის პოეზია ხელოვნებაა თუ უბრალოდ განსაკუთრებული ნიჭი,რომლითაც განიცდიგამოხატავ და გესმის?

-არა,არავინ არაა ამ ქვეყანაზე განსაკუთრებული. და მითუმეტეს მე ,უბრალოდ ხელოვნებაა, რომელიც ქმნის სიახლეს და ჰარმონიას.

ყველას ხომ არ ესმის და ვერ გაიზიარებს ხელოვნების ჭეშმარიტებას.

ესეიგი არის რაღაც სხვაც ,რაც განიჭებს უფრო მეტ აღქმას ან გამოხატვის საძლებლობას.

 -კი რაღაც არი, ეს რაღაც, რა არის, არ ვიცი.

-რატომ აირჩიე ინკოგნიტოდ ყოფნა?

-,,მოაშორეთ სახელები და გვარები, რომ დადიან უადამიანოდ.,,

-ნს ირგვლივ ბევრი ადამიანია?

-კი საკმაოდ. მიყვარს ადამიანები.

-თვლი რომ ამ რეალობამ ადამიანების ადამიანური გაგება შეცვალა?

-,,ადამიანი ადამიანის ადამიანობით ადამიანობს,,

ყველა დროის გამონათქვამია ჩემი აზრით, მე ვთვლი,რომ ადამიანებს ყველაზე მეტად რაც აკლია ეს უბრალოებაა, და ბედნიერებას ძვირფას ნივთებში, ეძებენ, სინამდვილეში ბედნიერება ადამიანმა შეიძლება ერთ გაცინებაში, იპოვოს.

 -რომელიმე ქართველი პოეტის პოეზია არის ახლოს შენს პოეზიასთან?

-არა,რადიკალურად სხვადასხვა სტილია,ნუ ჩემი აზრთ, რა თქმა უნდა.ისე საქართველოში დაბადებული პოეტებიდან მაიაკოვსკის პოეზიას გამოვარჩევ.

-რატომ?

-რაღაც ნაღდი პოეტია.

-მინდა ზოგადად ქართულ პოეზიაზე და პოეტებზეც ვისაუბროთ.როგორ ფიქრობ სათანადოდ არის დაფასებული საქართველოში,

ნიჭიერი ადამიანების შემოქმედება?

-თანამედროვე პოეზიაში დღესდღეობით ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდა პოეტებს ვგულისხმობ, დროა საჭირო, ხელოვანს დრო აფასებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. თუმცა მეტი ხელშეწყობა არავის აწყენს.

 - 21-საუკუნის თაობა აფასებს სათანადოდ?

-ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული, ლექსი უნდა იგრძნობოდეს, ყველას ყველა პოეტი ვერ მოექონება. შესაბამისად ყველას თავისი მომხმარებელი ყავს.

 -რა არის ნი ოცნება პოეზიაში?

-ნობელის პრემია

 -დიადი მიზნებისკენ სვლა როგორ წარმოგიდგენია?

-ბრძოლით, საკუთარ თავთან.

 -ბრძოლა წესების გარეშე თუ საზღვრავ გარკვეული ნორმებით?

-მე საერთოდ ცხოვრება წესების გარეშეს მომხრე ვარ,ოღონდ ეთიკის ნორმებისგარეშე არა.

-11 ოქტომებრს დაგეგმილია შენი და ირეკლი დეისაძის პოეზიის საღამო, იქნება პოეზიადადებითი ენერგია და კიდევ რა?

-ბევრი სიყვარული.

-რთულია დღეს აკეთო მსგავსი საღამოები და მაინტერესებს გეხმარება თუ არა ვინმე ამ ყველაფრის ორგანიზებაში?

 -არა,მთავარია მონდმება და იმ საქმის გულით მიდგომა რაც გიყვარს და კიდე, ორი ბოთლი ღვინო :)

- რა გინდა უთხრა მათ ვინც უსმენს შენს ხმას?

-არაფერია ამ სამყაროში განსაკუთრებული და გამორჩეული ყველ აადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანი მართალი.

,,მატყუარებში მე ყველაზე მეტად სწორი ვარ და შენც ყველაზე მართალი ხარ მატყუარებში,,

-მინდა წარმატებები გისურვო მთელი შემოქმედებითი ჯგუფის საელით.

-ძაან დიდი მადლობა,თქვენც წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით.

 

ავტორი: ენი ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი