მთავარი პოლიტიკა პრემიერ-მინისტრმა იტალიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა იტალიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

0 681

საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა.

ახლადდანიშნულ დიპლომატს საქართველოს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა.

მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის პირველი სექტემბრიდან. წლების განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონში იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის სამსახურის უფროსი; პეკინში, იტალიის საელჩოში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში, პოლიტიკური მრჩევლის რანგში კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს; ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში, ხოლო დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, პროფესიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი