მთავარი რეგიონი ნაციონალური მოძრაობა საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს

0 866

„ბათუმის საჯარო ბაღებში მომუშავე აღმზრდელებს, დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და მაღალი პასუხისმგებლობის მიუხედავად, დაბალი ანაზღაურება აქვთ“, – ამის შესახებ, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნაზი ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ოპოზიციის წევრი ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს საჯარო ბაღებში აღმზრდელთა ხელფასის 500 ლარამდე გაზრდისკენ მოუწოდებს. ფუტკარაძის ინფორმაციით, საჯარო ბაღების თანამშრომელთა ხელფასის მატება მომავალი წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, საჯარო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი ამ დროისათვის 300 ლარს აღწევს და პრემიის სახლით მხოლოდ ორჯერ 80-80 ლარი აიღეს. თემასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი