მთავარი პოლიტიკა “მე მინდა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია”

“მე მინდა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია”

0 583

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი განცხადება იყო.

„ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული, უმრავლესობასთან შეთანხმებული, მაგრამ უმრავლესობის ლიდერი რადგან არის, ამის გამო მას სიტყვის თავისუფლება არ აქვს წართმეული,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
აქვე უსუფაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ “რუსთავი 2″-ის საქმესთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიები ჩართული არიან.

„დიახ, ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა დაიკავეს ცალსახა პოზიციები. მე მინდა, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პროცესი წარვმართოთ ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი