ლუკაშენკო მეხუთე ვადით აირჩიეს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის მართვას კიდევ ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს. იგი ამ პოსტზე უკვე მეხუთედ აირჩიეს. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმების თითქმის 84% მიიღო. დანარჩენი სამი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მოიპოვა 5%-იანი მხარდაჭერა. 61 წლის ლუკაშენკო ქვეყანას უკვე 21 წელია, მართავს.
როგორც BBC-ს წერს, ვეტერან ოპოზიციონერ ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა არჩევნების შედეგები მინსკის ქუჩებში გააპროტესტეს. ისინი სლოგანებით – „ბოიკოტი დიქტატურას“ და „ლუკაშენკო – წადი“ – გამოვიდნენ.