მთავარი ეს საინტერესოა ინგა გრიგოლია წერილი : ავღანური დღეების მერე!!!

ინგა გრიგოლია წერილი : ავღანური დღეების მერე!!!

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავღანეთში ვიზიტს იხსნებს და ამბობს, რომ იქიდან დაბრუნების შემდეგ “იმედმა” პანღურით გამოაგდო“. “ფილმს აკეთებს იმედა დარსალია და ალგეთში სამხედრო პოლიგონზე ავღანეთზე ვსაუბრობდით და მთელი დღე ამეკვიატა მერე ეს ფიქრი… თინა ხიდაშელის პირველი უცხოური ვიზიტი თავდაცვის მინისტრის რანგში ავღანეთში შედგა, იქ მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან… უსერიოზულესი ვიზიტი ჰქონდა თინას. ძალიან მაგარი. მისი ვიზიტი დაემთხვა იმ დღეებს, ქაბულში თალიბების მიერ ზედიზედ რამდენიმე ტერაქტი რომ განხორციელდა. მოკლედ, ძალიან დიდი რისკი იყო მისი იქ ჩასვლა და ბუნებრივია, დელეგაციისაც, ვინც მინისტრს თან ახლდა, მათ შორის ვიყავი მეც, ვაშუქებდი თინას ჩასვლას ავღანეთში და იქ მყოფი ჩვენი ბიჭების ავღანურ ცხოვრებას. ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გამოვიდა. ჰოდა, ავღანეთიდან ჩამოსვლიდან ორ თვეში “იმედმა” პანღურით გამომაგდო სამსახურიდან. …თითქოს ქაბულიდან კი არა, სამტრედიაში, ბებიაჩემის სოფლიდან ვიყავი დაბრუნებული. აი,სად შეიძლებოდა ჟურნალისტს სხვაგან დამართოდა ეს ამბავი (ავღანური დღეების მერე!!!). კი არაფერი, მაგრამ დღეს, ალგეთის გადაღებებისას გამახსენდა ეს ამბავი ერთხელ კიდევ და ვეღარ მოვიშორე ეს აზრი. პ.ს. არ ვწუწუნებ, უბრალოდ დღევანდელმა გადაღებებმა გამახსენა, როგორ უფასებენ არცთუ იშვიათად ჟურნალისტებს ასეთ შრომას…”, – წერს გრიგოლია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი