მთავარი უცხოეთის ამბები თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავდა 126 ადამიანი. ინფორმაცია ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, ორი აფეთქება, მშვიდობის მარშზე, ანკარის რკინიგზის სადგურთან ახლოს დღეს დილით მოხდა. დემონსტრანტები ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის გაპროტესტებას აპირებდნენ. აქციაზე პროქურთული პარტია HDP-ც იყო. პარტიის ლიდერმა თავდასხმაში ხელისუფლება დაადანაშაულა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარი უკვე შეაფასა ტერაქტად.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი