მთავარი რეგიონი თეა წულუკიანი ბათუმში იმყოფებოდა

თეა წულუკიანი ბათუმში იმყოფებოდა

0 658

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს ბათუმში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ის ცვლილებათა პაკეტი გააცნო, რომლის მიხედვითაც „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი სტამბოლის კონვენციასთან უნდა შეესაბამოს. სტამბოლის კონვენციას საქართველო გასული წლის 19 ივნისს შეუერთდა, თუმცა ვიდრე საქართველოში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მისი რატიფიცირება შეუძლებელია. იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, სისხლის სამართალში ჩნდება ცნება – ადევნება. სისტემატური უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის კონტროლი თავისუფლების ორი წლით აღკვეთას ითვალისწინებს. აბორტთან ერთად დაისჯება იძულებითი სტერილიზაცია. ასევე, მეტი ოპერატიულობისათვის, საჭირო აღარ იქნება სასამართლოს დასტური პოლიციის ოფიცრის მეირ ე.წ. „შემაკავებელი ორდერის“ გაცემისას და სხვა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი