მთავარი კულტურა თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება

თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება

0 946

27 ოქტომბერს, თბილისის ივენთ ჰოლში ქართველი მელომანების წინაშე ცნობილი მესაყვირე ავიშაი კოენი წარდგა.
მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეებში მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი და ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო წარდგნენ. 6 დღიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავს ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა, სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს კი თბილისში დაიწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

887524_888895157825426_529094193343797460_o

12189363_888895371158738_5138463763890400946_o

11260362_888895484492060_7936680143600198471_o

12049552_888895417825400_7480796752445507673_n

12186574_888895407825401_4557016903378496656_o

12194796_888895554492053_5213724935935056082_o

ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი