მთავარი სამართალი თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

0 721

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდის მიმართულების მეოთხე ოცეულის თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნოდარ დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ დ-ს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან, რასაც წინასწარი მონაცემებით, ორმხრივი სროლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა ნოდარ დ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-108-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველო აწარმოებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი